WeMove Europe is an independent and values-based organisation that seeks to build people power to transform Europe in the name of our community, future generations and the planet.
ვერნერ ჰოიერს, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტს და სერ სუმა ჩაკრაბარტის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს
პეტიცია
მოგიწოდებთ, არ მოაწეროთ ხელი კონტრაქტს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის სესხის გამოყოფის თაობაზე. პროექტი ბუნებრივ მრავალფეროვნებას და ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივ გარემოს საფრთხეს უქმნის. ის არ შეესაბამება ადგილობრივ კანონმდებლობას, კონსულტაციები არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ და ქვეყნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვისზეც პროექტს გავლენა აქვს, ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი არ არსებობს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ჰიდროელექტროსადგური მაშინ მუშაობს კარგად, როცა სწორად გეგმავ. საქართველოში კი მისი მშენებლობა სულ სხვა გზით მიდის. ელექტროენერგია, რომელსაც ის გამოიმუშავებს, განსაკუთრებულად ძვირი იქნება. [1] სვანეთის ხელშეუხებელი ბუნება განადგურდება და ძირძველი მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს საფრთხე შეექმნება. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას ალტერნატივები არ განხილულა, ხოლო გეოლოგიური რისკები - უგულვებელყოფილია [2] ეს პროექტი შეიძლება ევროპელი ხალხის ფულით დაფინანსდეს. [3]
ორი ევროპული ბანკი თანახმაა, მილიარდდოლარიანი პროექტის მესამედი სესხით დააფინანსოს [4]. თუმცა, საბოლოო ხელშეკრულებები ჯერ ხელმოწერილი არ არის და ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს პროექტი შევაჩეროთ. თუ ევროპული ბანკები პროექტს დატოვებენ, მათ სხვებიც მიჰყვებიან. ეს იქნება აღიარება, რომ პროექტი მიზანს არ ამართლებს.
ბანკებს შელახული რეპუტაცია აღელვებთ და ხალხის ძალაც ამაშია: პარასკევს ევროპული ბანკები ლუქსემბურგში იკრიბებიან. დიდი, საჯარო შეხვედრა იქნება. [5] პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ და ჩვენს წუხილს დავაფიქსირებთ. ჩვენი ხმა, მთელი ევროპიდან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მისწვდება. მოაწერეთ ხელი ახლა, რომ შევაჩეროთ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური.
ეს განსაკუთრებული ხეობა საქართველოში, სვანეთშია. როცა სვანეთის გასაოცარ ბუნებას უყურებ და ხედავ, რომ იქ ტყეების და მდინარეების ნაწილი ნენსკრა ჰესისთვის განადგურდება, ადგილობრივი მოსახლეობის სიბრაზეს და უიმედობას ადვილად გაიზიარებ. თუ ნენსკრა ჰესის შესახებ გეგმები შესრულდა, ის მდინარე ნაკრაში წყალს საშუალოდ 10%-ით, ხოლო მდინარე ნენსკრაში 5%-ით შეამცირებს. ამ რისკის შემხედვარე ადგილობრივებმა პროტესტი დაიწყეს. [6]
წყაროები
- ფინანსურ ნაწილზე: http://greenalt.org/wp-content/uploads/2018/09/Assessment_of_HPP_Cost_2018.pdf, https://bankwatch.org/press_release/in-georgia-leaked-contract-shows-nenskra-hydropower-project-to-cost-country-usd-60-million-a-year
- EBRD-მა $214-მილიონიან სესხზე თანხმობა გასცა https://www.ebrd.com/work-with-us/projects/psd/nenskra-hpp.html, EIB-მა $150-მილიონიან სესხზე თანხმობა გასცა https://www.eib.org/en/projects/pipelines/all/20150670
- https://www.aiib.org/en/news-events/events/annual-meeting/overview/index.html
- https://www.opendemocracy.net/en/odr/hydropower-project-georgia/
- http://greenalt.org/wp-content/uploads/2018/09/Assessment_of_HPP_Cost_2018.pdf, https://www.imf.org/en/Publications/CR/Issues/2017/09/27/Georgia-Fiscal-Transparency-Evaluation-45274 in combination with the assessment of Green Alternative: http://greenalt.org/leaked-world-bank-report-depicts-georgias-nenskra-hydropower-project-as-major-liability/
პარტნიორები
Photo credit: Cynthia Bil, journalofnomads.com
Please can you chip in?
უზარმაზარი კაშხალი საფრთხეს უქმნის საქართველოში ულამაზეს ხეობას, მის ბიომრავალფეროვნებას და ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივ გარემოს. ეს ყველაფერი კი იმ ელექტროენერგიის გამომუშავების სანაცვლოდ, რომელიც სახელმწიფოს განსაკუთრებით ძვირი დაუჯდება.
იმისათვის რომ ის აშენდეს, ევროპულმა ბანკებმა სასესხო კონტრაქტებს ხელი უნდა მოაწერონ. მოდით, შევაჩეროთ ისინი და დავასრულოთ ეს არასასურველი პროექტი.
ლუქსემბურგში, დიდ, საჯარო შეხვედრაზე ბანკებს ამ მოწოდებას გადავცემთ. ამის განხორციელებაში თქვენი დონაცია დაგვეხმარება და ხელს შეგვიწყობს, განვაგრძოთ ბუნების დაცვა. შეგიძლიათ, შემოგვწიროთ?
Other ways of giving
You can transfer your donation to our bank account
WeMove Europe SCE mbH
IBAN: DE98 4306 0967 1177 7069 00
BIC: GENODEM1GLS, GLS Bank
Berlin, Germany
Your personal information will be kept private and held securely. By submitting information you are agreeing to WeMove.EU keeping you informed about campaigns and agree to the use of cookies in accordance with our privacy policy.